пятница, 25 мая 2018 г.

წრის მეცადინეობა


წრის მეცადინეობა არქაიზმები;
ნეოლოგიზმები; ბარბარიზმები.
ეს საკითხი უცხო აღმოჩნდა წრის წევრებისათვის. თუმცა, როცა საკითხს ჩაუღრმავდნენ, აღმოაჩინეს, რომ არც ისე რთული ყოფილა არქაიზმების, ნეოლოგიზმებისა და ბარბარიზმების ერთმანეთისაგან გარჩევა. მათი მეტყველება ხომ დაბინძურებულია ბარბარიზმებით. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,ინგლისური ენიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვებით. მათ იციან აგრეთვე ნეოლოგიზმები. განსაკუთრებით კომპიუტერთან დაკავშირებული ტერმინები, რაც მათთვის არც ისე უცხოა.



წრის მეცადინეობა


წრის მეცადინეობა
დიალექტიზმები
დიალექტი კუთხურ მეტყველებას ჰქვია და მოსწავლეებმაც თავიანთ მეტყველებაში აღმოაჩინეს კუთხური მეტყველების ნიმუშები. მასწავლებლისგან მიიღეს დავალება,რომ სხვადასხვა კუთხის მეტყველების ნიმუშები მოეძებნათ ნაწარმოებებში.

წრის მეცადინეობა


წრის მეცადინეობა
სინონიმებზე, ომონიმებსა და ანტონიმებზე წრის წევრებს ჰქონდათ გარკვეული ცოდნა, რაც კიდევ მეტად განამტკიცეს და სინონიმებსა და ანტონიმებს ახლა არა მარტო არსებითი სახელების, არამედ ზედსართავი სახელების სინონიმებსა და ანტონიმებს დაძებნიდნენ წინადადებებში.
ომონიმები მათთვის შედარებით მარტივად გასაგები საკითხი აღმოჩნდა.

წრის მეცადინეობა


წრის მეცადინეობა 
შორისდებული
შორისდებული ადამიანის გრძნობებს გამოხატავს, მის დამოკიდებულებას რაიმე საგნისა ან მოვლენისადმი___აღშფოთებას. აღფრთოვანებას და ა.შ. გაეცნენ ამ მეტყველების ნაწილს მოსწავლეები და აღტაცებით წამოიძახებდნენ სხვადასხვა ემოციის გამომხატველ შორისდებულებს.


წრის მეცადინეობა


წრის მეცადინეობა
ნაწილაკი
ნაწილაკი არც ისე თი უმნიშვნელო მეტყველების ნაწილია. ამაში მალე დარწმუნდნენ წრის წევრები, როცა მას გაეცნენ და პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს.


წრის მეცადინეობა


წრის მეცადინეობა
კავშირი
კავშირი ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო წინადადების წევრებს, არამედ წინადადებებსაც.
მარტივი აღმოჩნდა ეს საკითხი წრის წევრებისთვის და ბევრი ივარჯიშეს.

წრის მეცადინეობა


წრის მეცადინეობა
თანდებული
წრის წევრები ამჯერად კიდევ ერთ მეტყველების ნაწილს___თანდებულს___გაეცნენ. გაიგეს მათიხმარების შესახებსხვსდასხვა ბრუნვებთან. ახლა უკვე კარგად იციან, რომ მოთხრობით და წოდებით ბრუნვებს თანდებული არ დაერთვის. თანდებულზე მუშაობისას გამოვიყენეთ ჩვენ მიერ შქმნილი რესურსები.