понедельник, 19 февраля 2018 г.

რეფლექსია I სემესტრი


რეფლექსია
                                                                                             პირველი სემესტრი
2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია სკოლაში საწრეო მუშაობის დაწყების შესახებ ჩემი ხელმძღვანელობით. მოსწავლეებიცა და მშობლებიც დაინტერესდნენ ამ საქმიანობით. შეირჩნენ წრეში მუშაობის მსურველი მოსწავლეები. მათ გაეცნოთ საწრეო მუშაობის არსი და დანიშნულება, მუშაობის სპეციფიკა.
პირველი სემესტრის განმავლობაში წრის წევრები მუშაობდნენ არსებით სახელზე, რიცხვით სახელსა და ზედსართავ სახელზე. შეისწავლეს მათთან დაკავშირებული მართლწერის წესები.
პირველი სემესტრის ბოლოს მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მათი მუშაობა გაგრძელდეს მეორე სემესტრშიც.





კრიტერიუმები
შეესაბამება
არ შეესაბამება
1
პროგრამაში მკაფიოდ არის გამოკვეთილი წრის მუშაობის პროფილი, მისი მიზანი, სრულყოფილად არის წარმოდგენილი თემების/საკითხების ჩამონათვალი
1

2
გამოყენებული  რესურსები შეესაბამება და ემსახურება წრის მუშაობის მიზნის მიღწევას
 1
3
რეფლექსიაში დასაბუთებულია წრის ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა
 1

4
რეფლექსიაში მასწავლებელი აანალიზებს და აფასებს მის მიერ გაწეულ სამუშაოს, საწრეო მუშაობის შედეგებს
 1

5
რეფლექსიაში მასწავლებელი აანალიზებს გამოვლენილ ხარვეზებს / დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები, სახავს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს
 1

მშობლისა და მოსწავლის შეფასება
6
წრის შესახებ ინფორმაცია დროულად ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის
 1

7
წრის საქმიანობა, დამუშავებული საკითხები/თემები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე
 1

8
განხილული საკითხები/დამუშავებული თემები მოსწავლეებს ეხმარებოდა ცოდნის გაღრმავებაში
 1

9
განხორციელებული აქტივობები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო მოსწავლეებისთვის
 1

10
შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო
 1


საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში "რიცხვითი სახელი" I სემესტრი


რიცხვითი სახელი

რიცხვით სახელზე მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობდნენ. ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ცდილობდნენ, მათ ჯგუფს უკეთესი შედეგი ჰქონოდა. განსაკუთრებული მოწონება მათში ასეთმა მუშაობამ გამოიწვია.







საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში - კონკურსი ,,ვინ სწრაფად, ვინ უკეთ“ I სემესტრი


კონკურსი ,,ვინ სწრაფად, ვინ უკეთ“

წრის წევრებთან ერთად გადავწყვიტეთ, შეგვეჯამებინა ცოდნა, რომელიც მათ მეცადინეობებზე მიიღეს. მუშაობას ჰქონდა კონკურსის სახე, თუ ვინ უკეთ და კარგად შეასრულებდა დავალებას.
მოსწავლეები გატაცებით ასრულებდნენ მიცემულ დავალებას. შედეგიც, შესაბამისად, კარგი იყო.ქართული ენის დიდ სიყვარულთან ერთად მისი ცოდნაც გამოავლინეს. მათ კიდევ უფრო დიდი სურვილი გაუჩნდათ სხვადასხვა საკითხების შესწავლის.





четверг, 8 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში "ნაცვალსახელი" I სემესტრი

23 იანვარი
ნაცვალსახელი

წრის წევრებმა გაიმეორეს შესწავლილი მეტყველების ნაწილები: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი.
გამოთქვეს ვარაუდი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მეტყველების ნაწილი, რომელსაც ნაცვალსახელი ჰქვია. მათ დაახლოებით სწორი ვარაუდი გამოთქვეს და როდესაც მასწავლებლის მიერ შეთავაზებული წინადადებები წაიკითხეს, მასწავლებლის დახმარებით, მოძებნეს ნაცვალსახელები და ის მეტყველების ნაწილები, რომლებსაც ცვლიდნენ ეს ისინი.
ამის შემდეგ ნაცვალსახელებს დაუსვეს კითხვები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი იმავე კითხვებს პასუხობდნენ, რომელ სახელებსაც ცვლიდნენ. თუ არსებითი სახელი იყო ჩანაცვლებული, მის კითხვებს პასუხობდა ნაცვალსახელიც (ვინ ან რა), თუ ზედსართავი, მისი კითხვა დაუსვეს(როგორი, რომელი...). რიცხვითი სახელის კითხვებს (რამდენი, მერამდენე, მერამდენედი) ნაცვალსახელი პასუხობდა იმ შემთხვევაში, თუ იგი რიცხვით სახელს ანაცვლებდა.

ამის შემდეგ წრის წევრებმა ივარჯიშეს წინადადებებში ნაცვალსახელების მოძებნაზე და მათთვის სათანადო კითხვების დასმაზე.

среда, 7 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტარეტურაში II სემესტრი "რითმა"



6 თებერვალი
რითმა

წრის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი და შემდეგ მასწავლებელთან ერთად დააზუსტეს მოსაზრება რითმის შესახებ. მათ გაუჩნდათ სურვილი, თვითონვე გაერითმათ სტრიქონები. ერთმანეს ეხმარებოდნენ, უსწორებდნენ და აი, რა გამოუვიდათ საბოლოოდ:

გიორგი უგლავა
მე მიყვარს ჩემი ოჯახი,
ჩემი დედ-მამა, ძმა,
ჩემი ლამაზი სამშობლო,
მისი მიწა და ცა.

ანა გიორგაძე
რა ლამაზი დარია,
რა ლამაზი დღეა
დღეს ხომ ორშაბათია,
ჩვენი სკოლის დღეა.
ხვალ კი სამშაბათია,
ეს კი სპორტის დღეა,
მერე ოთხშაბათია,
ისტორიის დღეა.
ისტორია, ისტორია
ჩვენი გულის მზეა.


კალისტრატე გოგრიჭიანი
ცრემლები ზღვის შუაშია,
ალერსი ორ ზღვას შუაშია,
ცრემლები მეც ამატირებს,
როგორც ტირიან ცაში.

გიორგი მორჩიაშვილი
ჩემი კარგი სოფელი,
მისი მწვანე მდელო,
ასე უსაყვარლესი,
ჩემი  ს ა ი მ ე დ ო.

ელენე სოფრომაძე
ქარხნის პური,
თონის პური,
დედას პური, ნაზუქი,
ყველა გემრიელია,
როგორც პური ქართული.

საბა ბენდელიანი
მოშხუის ფშავის არაგვი,
მაგრამ ასეთი არა,
დინებით იგი კარგია,
მაგრამ ტყე-ველით არა.
მოღელავს ფშავის არაგვი,
ჩამოაქვს ქვები თან,
რატომ გგონიათ საშიში,
მას ვერ სჯობია სხვა.