четверг, 8 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში "ნაცვალსახელი" I სემესტრი

23 იანვარი
ნაცვალსახელი

წრის წევრებმა გაიმეორეს შესწავლილი მეტყველების ნაწილები: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი.
გამოთქვეს ვარაუდი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მეტყველების ნაწილი, რომელსაც ნაცვალსახელი ჰქვია. მათ დაახლოებით სწორი ვარაუდი გამოთქვეს და როდესაც მასწავლებლის მიერ შეთავაზებული წინადადებები წაიკითხეს, მასწავლებლის დახმარებით, მოძებნეს ნაცვალსახელები და ის მეტყველების ნაწილები, რომლებსაც ცვლიდნენ ეს ისინი.
ამის შემდეგ ნაცვალსახელებს დაუსვეს კითხვები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი იმავე კითხვებს პასუხობდნენ, რომელ სახელებსაც ცვლიდნენ. თუ არსებითი სახელი იყო ჩანაცვლებული, მის კითხვებს პასუხობდა ნაცვალსახელიც (ვინ ან რა), თუ ზედსართავი, მისი კითხვა დაუსვეს(როგორი, რომელი...). რიცხვითი სახელის კითხვებს (რამდენი, მერამდენე, მერამდენედი) ნაცვალსახელი პასუხობდა იმ შემთხვევაში, თუ იგი რიცხვით სახელს ანაცვლებდა.

ამის შემდეგ წრის წევრებმა ივარჯიშეს წინადადებებში ნაცვალსახელების მოძებნაზე და მათთვის სათანადო კითხვების დასმაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий