среда, 7 февраля 2018 г.

საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტარეტურაში II სემესტრი "რითმა"



6 თებერვალი
რითმა

წრის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი და შემდეგ მასწავლებელთან ერთად დააზუსტეს მოსაზრება რითმის შესახებ. მათ გაუჩნდათ სურვილი, თვითონვე გაერითმათ სტრიქონები. ერთმანეს ეხმარებოდნენ, უსწორებდნენ და აი, რა გამოუვიდათ საბოლოოდ:

გიორგი უგლავა
მე მიყვარს ჩემი ოჯახი,
ჩემი დედ-მამა, ძმა,
ჩემი ლამაზი სამშობლო,
მისი მიწა და ცა.

ანა გიორგაძე
რა ლამაზი დარია,
რა ლამაზი დღეა
დღეს ხომ ორშაბათია,
ჩვენი სკოლის დღეა.
ხვალ კი სამშაბათია,
ეს კი სპორტის დღეა,
მერე ოთხშაბათია,
ისტორიის დღეა.
ისტორია, ისტორია
ჩვენი გულის მზეა.


კალისტრატე გოგრიჭიანი
ცრემლები ზღვის შუაშია,
ალერსი ორ ზღვას შუაშია,
ცრემლები მეც ამატირებს,
როგორც ტირიან ცაში.

გიორგი მორჩიაშვილი
ჩემი კარგი სოფელი,
მისი მწვანე მდელო,
ასე უსაყვარლესი,
ჩემი  ს ა ი მ ე დ ო.

ელენე სოფრომაძე
ქარხნის პური,
თონის პური,
დედას პური, ნაზუქი,
ყველა გემრიელია,
როგორც პური ქართული.

საბა ბენდელიანი
მოშხუის ფშავის არაგვი,
მაგრამ ასეთი არა,
დინებით იგი კარგია,
მაგრამ ტყე-ველით არა.
მოღელავს ფშავის არაგვი,
ჩამოაქვს ქვები თან,
რატომ გგონიათ საშიში,
მას ვერ სჯობია სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий