вторник, 30 января 2018 г.

საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტარეტურაში I სემესტრი


30 იანვარი
ნაცვალსახელის ჯგუფები

წრის წევრებმა მასწავლებლის მიერ მითითებულ წინადადებებში დაძებნეს ნაცვალსახელები და დააჯგუფეს ისინი საერთო ნიშნების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ მათ რამდენიმე სახის ნაცვალსახელს სწორად მიუჩინეს ადგილი.
ამის შემდეგ უკვე მასწავლებელმა დააჯგუფებინა დანარჩენი ნაცვალსახელებიც. მოსწავლეებმა ახლა უკვე თვითონ შეადგინეს წინადადებები, რომლებშიც ეს მეტყველების ნაწილი იყო გამოყენებული. განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება ,,ის“ ნაცვალსახელზე და თვითონვე დაასკვნეს, თუ როდისაა იგი პირის და როდის--ჩვენებითი.
პრაქტიკული სავარჯიშოებით განიმტკიცეს ნაცვალსახელის შესახებ მიღებული ცოდნა.

 მონდომებულები არიან ელენე, საბა და ანა, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად შეასრულონ მიცემული დავალება...


გიორგი და ნინო წინადადებებს თვითონ ადგენენ, რომლებშიც ნაცვალსახელები იქნება...

გიორგისა და ნიკას თავდაპირველად გაუჭირდათ დავალების შესრულება, მაგრამ...  ყველაფერი კარგადაა...

https://drive.google.com/file/d/1HX7J7FzZLbNCM8Rz1s1XELiiTI26gtaa/view?usp=sharing